"დორტმუნდი" 8:4 "ლეგია" - ახალი რეკორდი!

23-11-2016, 01:36

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურის შეხვედრა, რომელშიც დორტმუნდის "ბორუსიამ" ვარშავის "ლეგიას" უმასპინძლა. მატჩი საკმაოდ უხვგოლიანი გამოდგა, რომელიც მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 8:4 დასრულდა.

საინტერესოა, რომ ამ შედეგით გუნდებმა ჩემპიონთა ლიგის რეკორდი დაამყარეს. კერძოდ, მას შემდეგ, რაც უეფას რანგით პირველ ჩემპიონატს სახელი შეეცვალა, ანუ 1992 წლიდან მოყოლებული 12 გოლი ერთ შეხვედრაშიარასოდეს გასულა.

აქამდე რეკორდი გახლდათ 11 გოლი, რომელიც შორეულ 2003 წელს დამყარდე. მაშინ ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურში "მონაკო" "დეპორტივოს" მასპინძლობდა და მაშინაც მასპინძლებმა იმარჯვეს, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ფრანგებმა ანგარიშით 8:3 შეძლეს მოგება. დღეს კი როგორც ხედავთ ახალი რეკორდი "დორტმუნდმა" და ვარშავის "ლეგიამ" დაამყარეს.


საინტერესო

  • Sandro
  • 23 ნოემბერი 2016 02:13
კალათბურთს თამაშობდნენ? :D
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. თუ არ ხართ რეგისტრირებული საიტზე, გაიარეთ რეგისტრაცია

ცხრილები

დაგვიმეგობრდით