ჩემპიონთა ლიგა - 1/8 ფინალისტებს 5 გუნდი შუერთდათ

23-11-2016, 02:12

როგორც მოგეხსენებათ, დღეს გაიმართა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურის პირველი დღის მატჩები და შესაბამისად გაირკვა კიდევ რამდენიმე გუნდის ვინაობა, რომელიც 1/8 ფინალში იასპარეზებს.

"არსენალს", "პსჟ"-ს, "ატლეტიკოს", "ბაიერნსა" და "დორტმუნდს" დღევანდელი სათამაშო დღის შემდეგ კიდევ 5 გუნდი შეუერთდა.

პირველი გახლავთ "მონაკო". ფრანგებმა საკუთარ კედლებში ლონდონის "ტოტენჰემს" სძლიეს და ამ გამარჯვებით ჯგუფიდან პირველი ადგილით გასვლა გაინაღდეს. ინგლისელთა ამ მარცხის წყალობით, E ჯგუფის მეორე ადგილოსნის ვინაობაც დღესვე გახდა ცნობილი. "მონაკოს" შემდეგ ჯგუფში მეორე ადგილი "ლევერკუზენმა" დაიკავა. გერმანელებს 7 ქულა აქვთ და 3 ქულით უსწრებენ მდევარს, თუმცა ურთიერთშეხვედრების წყალობით 1 ტურით ადრე გაინაღდეს გასვლა.

მესამე გუნდი, რომელმაც დღეს გაინაღდა ჯგუფიდან გასვლა გახლავთ მადრიდის "რეალი". "თეთრებმა" მძიმე ბრძოლაში დაამარცხეს ლისაბონის "სპორტინგი" და ახლა მხოლოდ 1 საზრუნავი დარჩათ, როგორმე შინ დორტმუნდის "ბორუსია" დაამარცხონ და პირველი ადგილით შეძლონ ჯგუფიდან გაღწევა.

შემდეგი კლუბი, რომელიც ასევე 1 ტურით ადრე გავიდა 1/8 ფინალში გახლავთ "ლესტერ სიტი". ინგლისის ჩემპიონებს დღეს "ბრიუგესთან" ფრეც აწყობდათ ხელს, თუმცა მათ საერთოდ გამარჯვებაც კი მოახერხეს, რისი წყალობითაც ბრიტანელებს ჯგუფში პირველ ადგილს ვეღარავინ შეეცილებათ.

ბოლო, მეხუთე კლუბი კი, რომელიც ასევე დღეს გავიდა ჯგუფიდან, გახლავთ ტურინის "იუვენტუსი". "ზებრებმა" გასვლაზე ანდალუსიის "სევილიას" ძლიეს მძიმე ბრძოლაში ანგარიშით 1:3 და პლეი-ოფის საგზურიც მოიპოვეს. იმ შემთხვევაში კი, თუ "დალაქები" მომდევნო ტურში "ლიონს" ვერ დაამარცხებენ, მაშინ ტურინელები საერთოდ პირველი ადგილითაც გავლენ შემდეგ ეტაპზე.

საინტერესო

  • tsandro
  • 23 ნოემბერი 2016 02:55
წელს ლიგა რეალისაა
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით