ბონუჩი: "ფეხბურთში გარანტირებული არაფერია"

23-11-2016, 02:31

დღეს გაიმართა ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურის შეხვედრა, რომელშიც ტურინის "იუვენტუსი" ანდალუსიას ესტუმრა და ადგილობრივი "სევილია" ანგარიშით 1:3 დაამარცხა.

მატჩის ერთ-ერთმა გმირმა, ლეონარდო ბონუჩიმ გამარჯვების შემდგომ პრესასთან პირველი კომენტარი გააკეთა.

"ჩვენ ნამდვილად გვაქვს ზეიმის უფლება, რადგან პირველი მიზანი შევასრულეთ, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სხვა მისიებიც გვაქვს. ჩემპიონთა ლიგა ძალზე რთული ჩემპიონატია, რომელშიც მუდმივად ბრძოლა გიწევს. როდესაც მეტოქე 10 კაცით დარჩა, მათ დაიწყეს შეცდომების დაშვება და საბედნიეროდ, მე ჩემი შანსი გამოვიყენე."

"ახლა დროა ზაგრების "დინამო" დავამარცხოთ და ჯგუფში პირველი ადგილი გავინაღდოთ, თუმცა ფეხბურთში გარანტირებული არაფერია." - აცხადებს იტალიელი.

საინტერესო

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით