ხორხე ჟესუსი: "ჩემმა გუნდმა იდეალურად ითამაშა"

23-11-2016, 02:38

დღეს გაიმართა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის შეხვედრა, რომელშიც ლისაბონის "სპორტინგმა" მადრიდის "რეალს" უმასპინძლა. მატჩი სტუმართა გამარჯვებით, ანგარიშით 1:2 დასრულდა.

თამაშის დასრულების შემდგომ, მასპინძელთა მთავარმა მწვრთნელმა ხორხე ჟესუსმა პირველი კომენტარი გააკეთა.

"განსვავება ამ ორ კლუბს შორის მხოლოდ ანგარიშში აისახა. თამაშით, "სპორტინგი" ნამდვილად არ ჩამოუვარდებოდა მადრიდის "რეალს". ჩვენ, როგორც ტექნიკურად, ასევე ტაქტიკურად ძალიან კარგად ვითამაშეთ, თუმცა გვქონდა რამდენიმე პატარა შეცდომა. მადრიდში გადამწყვეტი მომენტი 87-ე წუთზე დადგა, როდესაც გოლი გავუშვით, დღეს კი ასეთი მომენტი ჟოაო პერეირას გაგდებისას იყო. ჩემმა გუნდმა იდეალურად ითამაშა და ვეცდებით, რომ მომავალში ეს პატარ-პატარა შეცდომები აღმოვფხვრათ." - აცხადებს ლისაბონელთა დამრიგებელი.


საინტერესო

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. თუ არ ხართ რეგისტრირებული საიტზე, გაიარეთ რეგისტრაცია

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით