პოჩეტინო: "ლიგიდან გავარდნა გუნდისთვის სასიკეთოა"

23-11-2016, 02:49

დღეს გაიმართა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის შეხვედრა, რომელშიც ფრანგულმა "მონაკომ" ლონდონის "ტოტენჰემს" უმასპინძლა. მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა და საბოლოოდ მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა. ამ წაგებით ინგლისელები ტურნირს გამოეთიშნენ.

დამარცხებულთა მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ პრესასთან პირველი კომენტარი გააკეთა.

"ვფიქრობ, მეორე გაშვებული გოლის შემდგომ "მონაკო" უკეთესი იყო. ამ მომენტიდან ჩვენ დავთმეთ სივრცეები და მთლიანად კონტრშეტევაზე ავაგეთ თამაში. ეს არ ჰგავდა "უემბლის" შეხვედრას, სადაც ასევე 2:1 დავმარცხდით, მაგრამ ცოტა მომენტი შეგვიქმნეს. დღეს მასპინძლებმა ყველა კომპონენტში დაგვჯაბნეს და ეს უნდა ვაღიაროთ."

"დადგა მომენტი, როდესაც ჩემპიონთა ლიგიდან გავვარდით. ეს გუნდისთვის ერთის მხრივ სასიკეთოცაა, რადგან ევროპა ლიგაზე გადავერთვებით და უფრო წინ გასვლას ვეცდებით. ჩვენ უნდა გამოვასწოროთ შეცდომები და განვვითარდეთ. შესაძლოა მარცხით იმედგაცრუებულები ვართ, მაგრამ ახლა დროა მომავალზე ვიფიქროთ. პრემიერლიგაში საკმაოდ კარგ პოზიციაზე ვიმყოფებით და ახლა მთელი ყურადღება შაბათის მატჩზე უნდა გადავიტანოთ." - აცხადებს არგენტინელი სპეციალისტი.


საინტერესო

  • tsandro
  • 23 ნოემბერი 2016 15:37
ღადაობს მგონი ეს :D რაარის კარგი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით