ლიონელ მესი მორიგი რეკორდის ზღვარზე

24-11-2016, 01:37

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩი, რომელშიც გლაზგოს "სელტიკმა" კატალონიის "ბარსელონას" უმასპინძლა და ანგარიშით 0:2 დათმო შეხვედრა. ამ მოგების წყალობით სტუმრებმა C ჯგუფიდან პირველი ადგილით მოახერხეს გასვლა.

ესპანელთა რიგებში დუბლის გაფორმება მოახერხა კლუბის არგენტინელმა ლიდერმა, ლიონელ მესიმ. საინტერესოა, რომ ეს გოლები 29 წლის თავდამსხმელისთვის რიგით მერვე და მეცხრე აღმოჩნდა მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, რითაც მან გაიმეორა კრისტიანო რონალდოსა და ლუის ადრიანოს რეკორდები. ახლა მესის გლადბახის "ბორუსიასთან" მხოლოდ ერთი გოლის გატანა სჭირდება, რათა ერთ ჯგუფურ ეტაპზე გატანილი გოლების რაოდენობით ახალი რეკორდი დაამყაროს.

შეგახსენებთ, რომ რონალდომ რეკორდი პირველად 2013/14 წლების სეზონში დაამყარა, ხოლო მომდევნო წელს კი ბრაზილიელმა ლუის ადრიანომ შეძლო ასევე 9 გოლის გატანა. წელს კი, როგორც ხედავთ მესი გახდა მესამე ფეხბურთელი, რომელმაც ჯგუფურ ეტაპზე 9 გოლის გატანა მოახერხა.

საინტერესო

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით