ფიფას განახლებული რეიტინგი - საქართველო დაწინაურდა

24-11-2016, 14:30

დღეს ფიფას ოფიციალურმა საიტმა განახლებული რეიტინგები გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა წინ წაიწია.

მოგეხსენებათ, გასულ თვეში ქართველებმა მოლდოვეთის ეროვნულ ნაკრებთან ფრედ, 1:1 ითამაშა, ამის წყალობით კი ჩვენმა ნაკრებმა 3 ადგილით მოახერხა დაწინაურება და ახლა უკვე 119-ე პოზიციაზე გადავიდა.

რაც შეეხება პირველ ათეულს, აქ რამდენიმე ცვლილება განხორციელდა. გერმანიის ეროვნულმა გუნდმა მეორე ადგილი ბრაზილიას დაუთმო, ჩილეს ნაკრებმა კი კოლუმბიასა და ბელგიას გადაუსწრო და მე-4 ადგილზე დამკვიდრდა.

სულ ათეული შემდეგნაირად გამოიყურება:

1. არგენტინა
2. ბრაზილია
3. გერმანია
4. ჩილე
5. ბელგია
6. კოლუმბია
7. საფრანგეთი
8. პორტუგალია
9. ურუგვაი
10. ესპანეთი

 

საინტერესო

  • levani25
  • 25 ნოემბერი 2016 01:53
ბევრით ვერა მაგრამ ესეც კაია
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით