"ინტერი" ნახევარდაცვას აძლიერებს

26-11-2016, 15:38

როგორც ჩანს, მილანის "ინტერის" ახალი ხელმძღვანელობა უკვე გადადის მოქმედებაზე და გუნდში ახალი ფეხბურთელების მოყვანას გეგმავს.

იტალიური გამოცემა Tuttosport-ის ინფორმაციით, "ნერაძურის" მფლობელები გეგმავენ, რომ გუნდის ნახევარდაცვის ხაზი სერიოზულად გააძლიერონ. წყაროს ცნობით, მათ სურთ, რომ საკუთარ გუნდში ხამეს როდრიგესი და მარკო ვერატი იხილონ. როგორც მოგეხსენებათ, კოლუმბიელს მადრიდის "რეალში" საქმეები არც ისე კარგად მისდის და სათამაშო დრო მცირე ეძლევა, შესაბამისად დიდია ალბათობა იმისა, რომ მან "სამეფო კლუბი" დატოვოს და აპენინებზე გადაბარგდეს.

რაც შეეხება ვერატის, არც ამ ფეხბურთელს აქვს "პსჟ"-ში სრულად დალაგებული სიტუაცია. გარდა ამისა, მარკო იტალიელი გახლავთ და სერია ა-ში თამაშის საკმაო გამოცდილებაც გააჩნია, აქედან გამომდინარე "ინტერის" ხელძღვანელები იმედოვნებენ, რომ შეძლებენ ფეხბურთელის სამშობლოში დაბრუნებას.

წინასწარი ინფორმაციით, მილანელთა ბოსები ამ ტრანსფერებისთვის ჯამში 150 მილიონ ევროზე მეტს გადაიხდიან, რაც წესით საკმარისი უნდა აღმოჩნდეს მათ დასამატებლად.


საინტერესო

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. თუ არ ხართ რეგისტრირებული საიტზე, გაიარეთ რეგისტრაცია

ცხრილები

დაგვიმეგობრდით