ფაბინიო: "მე მადრიდის "რეალს" უარი ვუთხარი"

26-11-2016, 15:53

ფრანგული "მონაკოს" 23 წლის ბრაზილიელმა ფლანგის მცველმა, ფაბინიომ პრესასთან საუბარში საინტერესო კომენტარი გააკეთა. ფეხბურთელის განცხადებით, მას მადრიდის "რეალის" დატოვება თავად მისი სურვილი იყო.

"ეს ჩემთვის პირველი სეზონი იყო ძირითად შემადგენლობაში და რაღა თქმა უნდა, რთული იყო. როდესაც ენა ვისწავლე, ყველაფერი გამიადვილდა."

"კასტილიაში გამოსვლა ჩემთვის უდიდესი გამოცდილება იყო. თავდაპირველად ვფიქრობდი, რომ კიდევ უნდა დავრჩენილიყავი იქ, მაგრამ როდესაც "მონაკოს" წინადადება მივიღე მე შეთავაზებას დავთანხმდი. მადრიდის დატოვება პირადად ჩემი სურვილი იყო."

"რაც შეეხება "იუნაიტედის" ინტერესებს, ვადასტურებ, რომ რაღაცები იყო, მაგრამ არაფერი კონკრეტული." - აცხადებს ბრაზილიელი ფეხბურთელი.

შეგახსენებთ, რომ ფაბინიო "რეალ მადრიდ კასტილიიდან" "მონაკოში" 2013 წელს გადავიდა, მაშინ, როდესაც ის ჯერ კიდევ 19 წლის იყო.


საინტერესო

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. თუ არ ხართ რეგისტრირებული საიტზე, გაიარეთ რეგისტრაცია

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით