"ატლეტიკოს" სუსოს შეძენა სურს

28-11-2016, 23:36

დღეს ევროპულ მედიაში საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა. ესპანური გამოცემა AS-ის ცნობით, მადრიდის "ატლეტიკო" იტალიური "მილანის" შემტევის, სუსოს დასამატებლად ემზადება.

როგორც მოგეხსენებათ, ბოლო დროს სულ უფროდაუფრო მეტი საუბარი მიდის "როხიბლანკოს" ლიდერის, ანტუან გრიზმანის შესაძლო ტრანსფერზე მანჩესტერ "იუნაიტედში". მადრიდში შიშობენ, რომ ფრანგ ფორვარდს დიდხანს ვერ გააჩერებენ გუნდში და წყაროს ინფორმაციით, სუსოც სწორედ მის შემცვლელად მოჰყავთ.

შეგახსენებთ, რომ ესპანელი გარემარბი მიმდინარე სეზონში "მილანის" ერთ-ერთ ლიდერად იქცა. მას 14 ჩატარებულ მატჩში 5 გოლი და 6 საგოლე გადაცემა აქვს გაკეთებული.


საინტერესო

  • levani25
  • 29 ნოემბერი 2016 02:49
სუსო არსად წავა.. მაგარი ვინმეა
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. თუ არ ხართ რეგისტრირებული საიტზე, გაიარეთ რეგისტრაცია

ცხრილები

დაგვიმეგობრდით