"სამტრედია" საქართველოს ჩემპიონის ტიტულს მიუახლოვდა

4-12-2016, 12:47

გუშინ "ეროსი მანჯგალაძის" სახელობის სტადიონზე საქართველოს ჩემპიონატის ფინალური დაპირისპირების პირველი შეხვედრა შედგა. ადგილობრივმა სამტრედიამ საჩხეტის ჩიხურა მიიღო და დამაჯერებლად, 2:0 დაამარცხა.

ფინალური შეხვედრა ორმხრივი შეტევებით დაიწყო, პირველი გოლი კი მე-18 წუთზე დავით ჯიქიას ბრწყინვალე გადაცემის შემდეგ საჩხერელები ბუდუ ზივზივაძემ დაამწუხრა. გია ცეცაძის სამტრედია ამაზე არ გაჩერდა და ტაიმის მიწურულს მეტოქეს მეორე ბურთიც გაუტანა. თავის გამოჩენა ისევ ზივზივაძემ მოახერხა. ახალგაზრდა შემტევმა მეორე გოლი მე-40 წუთზე გაიტანა. მას ტაიმის ბოლოს ჰეთთრიქის შესრულებაც შეეძლო, თუმცა ბურთი გარედან გაარტყა საჩხერელთა კარის ბადეს

მეორე ტაიმში ჩიხურა ანგარიშის შეცვლას შეეცადა, თუმცა რამდენიმე მომენტის მიუხედავად, ვერაფერი გააწყო. ჩემპიონატის ფინალის განმეორებითი შეხვედრა 11 დეკემბერს თბილისში, "მიხეილ მესხზე" გაიმართება, სადაც საქართველოს გარდამავალი ჩემპიონატის ჩემპიონი გამოვლინდება.

სამტრედია - ჩიხურა 2:0

სამტრედია: მიგინეიშვილი, გოგიაშვილი, სანდოხაძე, მჭედლიშვილი, შერგელაშვილი, დათუნაიშვილი, რაჟამაშვილი (90 მთივლიშვილი), მანჯგალაძე (90 ცნობილაძე), არაბული, ზივზივაძე, ჯიქია (86 გამყრელიძე).

მწვრთნელი: გია ცეცაძე

ჩიხურა: ჰამზიჩი, კაშია, რეხვიაშვილი, გრიგალაშვილი, გორგიაშვილი, განუგრავა (46 ლექვთაძე), დობროვოლსკი, კორიფაძე, ლობჟანიძე (87 გაბედავა), ტატანაშვილი (46 მუმლაძე), სარდალიშვილი.

გოლები: ზივზივაძე (18, 40).

საინტერესო

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით