რომელი ფეხბურთელები უყვართ ყველაზე მეტად ესპანეთში

5-12-2016, 11:37

ერთ-ერთმა ესპანურმა სპორტულმა გამოცემამ მთელი ესპანეთის მასშტაბით ფეხბურთის გულშემატკივართა შორის მინი-გამოკითხვა ჩაატარა. ჟურნალისტები ფეხბურთის მოყვარულებს თხოვდნენ მათთვის ყველაზე სასურველი და ატასასურველი მოთამაშე დაესახელებინათ, რომელიც ესპანეთის პრიმერა დივიზიონში ასპარეზობს. 

აღმოჩნდა, რომ ესპანელი ქომაგი ყველაზე დადებითად ანდრეს ინიესტას მიმართააა განწყობილი, მეორე ადგილს ზინედინ ზიდანი იკავებს ( მიუხედავად იმისა, რომ როგორც მოთამაშემ კარიერა 10 წლის წინ დაასრულა), შემდეგი კი ისკოა. ლიონელ მესი მოწონებად ფიგურებს შორის მხოლოდ მეოთხე ადგილზე გავიდა, საუკეთესო ხუთეულს კი მადრიდის რეალის გოლკიპერი კეილორ ნავასი ხურავს.

არასასურველ ფეხბურთელთა ჩამონათვალში მოწინავე პოზიციებს ბარსელონას მოთამაშეები იკავენენ. ამ მხრივ, ყველაზე საძულველი ლუის სუარესი აღმოჩნდა, რომელსაც ნეიმარი და ხერარდ პიკე მოსდევენ. სიაში მეოთხე პორტუგალიელი პეპეა, ხოლო მეხუთე - კარიმ ბენზემა.

საინტერესო

  • beka10
  • 5 დეკემბერი 2016 12:01
ინიესტა გენიოსია
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით