ინგლისის ჩემპიონატის გასული ტურის სიმბოლური ნაკრები

5-12-2016, 12:49

პუპულარული ბრიტანული საფეხბურთო გამოცემა Goal.com-ი ინგლისის ჩემპიონატის მე-14 ტურის სიმბოლურ ნაკრებს გვთავაზობს. აღსანიშნავია, რომ საუკეთესო თერთმეტეულში ყველაზე მეტი არსენალის ფეხბურთელი მოხვდა (3). შეგახსენებთ, რომ არსენ ვენგერის გუნდმა ლონდონის ოლიმპიურ სტადიონზე თანაქალაქელი ვესტ ჰემი 5:1 გაანადგურა.

ტურის სიმბოლური ნაკრები ასე გამოიყურება:

მეკარე: ლი გრანტი (სტოკ სიტი).
მცველები: ჯეიმს ტომკინსი (კრისტალ პალასი), სტივ კუკი (ბორნმუთი), მარკ მუნიესა (სტოკ სიტი), პატრიკ ვან აანჰოლტი (სანდერლენდი).
ნახევარმცველები: ვილიანი (ჩელსი), ემრე ჩანი (ლივერპული), ალექს ოქსლეიდ ჩემბერლენი (არსენალი), მესუთ ოზილი (არსენალი), კრისტიან ერიქსენი (ტოტენჰემი).
ფორვარდი: ალექსის სანჩესი (არსენალი)


საინტერესო

  • beka10
  • 5 დეკემბერი 2016 12:58
მშვენიერია .
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. თუ არ ხართ რეგისტრირებული საიტზე, გაიარეთ რეგისტრაცია

ცხრილები

დაგვიმეგობრდით