ლუის ენრიკე: "ბორუსიასთან გამარჯვება არ მაინტერესებს"

5-12-2016, 20:32

კატალონიის "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ ხვალ გასამართი საჩემპიონთალიგო შეხვედრის წინ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ "ბორუსიასთან" გამარჯვება მისთვის პრიორიტეტი არ არის.

"რა თქმა უნდა, მწვრთნელებს შედეგების მიხედვით სჯიან. პირადად ჩემთვის, ხვალინდელი მატჩის შედეგი არაფერს წყვეტს და მე ის არ მაინტერესებს, მაგრამ "ბორუსიასთან" გამარჯვება გუნდისთვის არის საჭირო."

"ჩემი სტრატეგია არ შეიცვლება. გუნდში პრობლემებს ვერ ვხედავ, უბრალოდ არის რამდენიმე საფეხბურთო ასპექტი, რომელსაც დახვეწა სჭირდება." - განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, რომ "ბარსელონამ" უკვე გაინაღდა C ჯგუფში პირველი ადგილი და მათთვის ხვალინდელი მატჩის შედეგს სატურნირო თვალსაზრისით არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.


საინტერესო

შენ არა ჩვენ გვაინტერესებს სირო
olo olo olo
martali xar dzma smiley smiley
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. თუ არ ხართ რეგისტრირებული საიტზე, გაიარეთ რეგისტრაცია

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით