სიმეონე: "მართალია, მე ერთ დღეს "ინტერს" გავწვრთნი"

5-12-2016, 23:40

მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ პრესასთან საუბრისას საინტერესო განცხადება გააკეთა. არგენტინელი სპეციალისტის თქმით, იგი ადრე თუ გვიან მილანის "ინტერში" გეგმავს მუშაობას.

"ეს ჩვეულებრივი ამბავია, როდესაც ჩემი შვილი, და, მამა და ცოლი აცხადებენ, რომ მე ადრე თუ გვიან ჩავიბარებ მილანის "ინტერის" მთავარი მწვრთნელის პოსტს. ამას ვერანაირად ვერ ვუარყოფ. მათ იციან, რომ მართლაც ასე მოხდება."

"ამ წუთას ვერ გეტყვით იმას, თუ როდის დავტოვებ "ვისენტე კალდერონს", თუმცა დანამდვილებით შემიძლია იმის თქმა, რომ ერთ დღესაც მე "ნერაძურის" გავუძღვები." - განაცხადა სიმეონემ.

შეგახსენებთ, რომ არგენტინელმა სპეციალისტმა თავისი საფეხბურთო კარიერის 3 წელი სწორედ მილანურ გუნდში გაატარა.


საინტერესო

  • tsandro
  • 5 დეკემბერი 2016 23:41
მალე წადი ხოდა :D
  • levani25
  • 7 დეკემბერი 2016 02:46
მალე წადი თორე მერე სერია ბ-ში მოგიწევს მუშაობა
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით