გიოტცე "რეალთან" ვერ ითამაშებს

6-12-2016, 17:19

ბორუსია "დორტმუნდის" გერმანელი ნახევარმცველი, მარიო გიოტცე ჩემპიონთა ლიგის ბოლო მე-6 ტურში ვერ შეძლებს "რეალის" წინააღმდეგ თამაშს.

მუხლის ტრავმის გამო, 24 წლის ფეხბურთელი არ გაფრინდა მადრიდში გუნდთან ერთად. "დორტმუნდის" ოფიციალური საიტის ცნობით ტრავმა უმნიშვნელოა და გიოტცე ბუნდესლიგის მომდევნო ტურში ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ნახევარმცველმა ყველა ტურნირზე "დორტმუნდის" მაისურით 13 მატჩი ჩაატარა და მხოლოდ 1 გოლი გაიტანა.


საინტერესო

  • levani25
  • 7 დეკემბერი 2016 02:46
ამაშიც რო უმართლებს რეალს რა
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. თუ არ ხართ რეგისტრირებული საიტზე, გაიარეთ რეგისტრაცია

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით