სპალეტი: "მომავალი მატჩი ბევრ რამეს გადაწყვეტს"

6-12-2016, 19:35

"რომას" თავკაცმა ლუჩიანო სპალეტიმ აპენინური პრესისთვის მიცემულ ინტერვიუში სერია ა-ს მომდევნო ტურის ცენტრალურ მატჩზე ისაუბრა.

12 დეკემბერს ღამით დედაქალაქში "მილანთან" გასამართ შეხვედრას ლუჩიანო დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება და აცხადებს, რომ ამ მატჩის შედეგი მისთვის ბევრს ნიშნავს.

"ლაციოსთან" გამარჯვება კარგი იყო, მაგრამ ეს უკვე წარსულს ჩაბარდა. წინ ურთულესი თამაში გველის შესანიშნავ ფორმაში მყოფ "მილანთან". ჩვენ უკვე მხოლოდ ამ შეხვედრაზე ვართ კონცენტრირებულები".

"მუშაობას ვაგრძელებთ და სამეულში ადგილს ვიმყარებთ, ეს ჩვენი მინიმუმია, მაგრამ ჯერ ამისგანაც ძალიან შორს ვართ. ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი, რა თქმა უნდა, "როსონერია", ამიტომ ამ მატჩის შედეგი ჩემთვის ბევრს ნიძნავს", - განაცხადა სპალეტიმ.

საინტერესო

  • levani25
  • 7 დეკემბერი 2016 02:45
მილანმა უნდა მოიგოს და დავიჯერებ რომ ლიგაზე დბარუნდებიან
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით