2011 წლის შემდეგ პირველად, არსენალი ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა

7-12-2016, 02:08

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ჩემპიონთა ლიგის A ჯგუფის ბოლო ტურის მატჩი, რომელშიც "ბაზელმა" ლონდონის "არსენალს" უმასპინძლა. "მეთოფეებმა" ანგარიშით 1:4 დაამარცხეს მეტოქე და ამ გამარჯვებით ჯგუფში პირველი ადგილი მოიპოვეს.

საინტერესოა, რომ ლონდონელებმა 2011 წლის შემდეგ პირველად მოახერხეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ადგილით დაძლევა. მაშინდელ სეზონში "არსენალმა" "მარსელის", "ოლიმპიაკოსისა" და "დორტმუნდის" ბარიერის დაძლევა მოახერხა და 11 ქულით ჯგუფის პირველი ადგილი გაინაღდა. წელს კი ლონდონელებმა "პსჟ"-ს, "ლუდოგორეცსა" და "ბაზელს" აჯობეს.

აღსანიშნავია ისიც, რომ როგორც 2011 წელს, ასევე მიმდინარე წელსაც "არსენალის" ჯგუფში მეორე ადგილზე ფრანგული გუნდი გავიდა.


საინტერესო

  • levani25
  • 7 დეკემბერი 2016 02:40
ეგეც კი არ გავიდა გაიყვანა პსჯ-მ bowtie
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. თუ არ ხართ რეგისტრირებული საიტზე, გაიარეთ რეგისტრაცია

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით