ოზიაკუპი: "ჩვენ ძალიან გაბრაზებულები ვართ"

7-12-2016, 02:13

მოგეხსენებათ, დღეს გაიმართა ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურის შეხვედრა, რომელშიც კიევის "დინამომ" სტამბოლის "ბეშიქთაშს" უმასპინძლა. უკრაინელებისთვის ამ შეხვედრის შედეგ მნიშვნელობა არ ჰქონდა, რაც შეეხება თურქებს, მათ გამარჯვება სჭირდებოდათ ჯგუფიდან გასასვლელად. ამის მიუხედავად კიეველებმა მეტოქე არ დაინდეს და ანგარიშით 6:0 გაანადგურეს.

ამ მძიმე მარცხის შემდეგ, სტუმართა გუნდის კაპიტანმა, ოღუზან ოზიაკუპმა პირველი კომენტარი გააკეთა.

"ჩვენ ძალიან, ძალიან გაბრაზებულები ვართ და ეს სიბრაზე ყველა ფეხბურთელის სახეზე იკვეთება. გვსურს, რომ ეს შეხვედრა რაც შეიძლება მალე დავივიწყოთ და ევროპა ლიგაზე მოვახერხოთ თურქეთის სახელის ღირსეულად წარმოჩენა." - განაცხადა თურქმა ფეხბურთელმა.

საინტერესო

  • levani25
  • 7 დეკემბერი 2016 02:35
ძალიან შემეცოდნენ :/ აღარც კი იბრძოდნენ
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით