"სუპერკომპიუტერმა" "ჩელსის" ჩემპიონობა იწინასწარმეტყველა!

7-12-2016, 14:24

ინგლისის პრემიერლიგაში ჩასატარებელი მატჩების თითქმის ნახევარი უკვე მიილია და გამოიკვეთა იმ გუნდების სია, რომლებიც ჩემპიონობისთვის ან ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძოლებენ. თუმცა, ალბათ მაინც ძნელია იმ გუნდის დასახელება, რომელიც ასე ნანატრ თასს აწევს.

თუმცა ეს რთული სულაც არ აღმოჩნდა "სუპერ კომპიუტერისთვის". ეს გახლავთ პროგრამა, რომელიც წინასწარ განსაზღვრავს იმას, თუ რომელი გუნდი დაახლოებით რომელ ადგილზე დაასრულებს სეზონს.

მოგეხსენებათ, ამჟამად ცხრილს 3 ქულიანი ჰანდიკაპით ლონდონის "ჩელსი" ლიდერობს. თუმცა, "სუპერკომიუტერის" აზრით, "არისტოკრატები" მხოლოდდამხოლოდ მეორე ადგილზე დაასრულებენ სეზონს. რაც შეეხება ჩემპიონს, პროგრამის მიხედვით, სავარაუდოდ ტიტულს "სიტი" აწევს. მე-3 ადგილზე ლონდონის "არსენალის" გასვლას ვარაუდობენ, მეოთხეზე კი - ლივერპულისას.

რაც შეეხება გასავარდნ ზონას, თუ ზემოხსენებულ პროგრამას დავუჯერებთ, ჩემპიონშიფში დაქვეითება "ჰალს", "სუონსისა" და "ბარნლის" მოუწევთ. სულ კი ოცეული შემდეგნაირად გამოიყურება:

20. "ჰალი"
19. "სუონსი"
18. "ბარნლი"
17. "სანდერლენდი"
16. "მიდლსბრო"
15. "ვესტ ჰემი"
14. "ლესტერი"
13. "კრისტალ პალასი"
12. "ვოტფორდი"
11. "ბორნმუთი"
10. "ვესტ ბრომვიჩი"
9. "სტოკი"
8. "საუთჰემპტონი"
7. "ევერტონი"
6. "მანჩესტერ იუნაიტედი"
5. "ტოტენჰემი"
4. "ლივერპული"
3. "არსენალი"
2. "ჩელსი"
1. "სიტი"


საინტერესო

  • levani25
  • 8 დეკემბერი 2016 00:52
ჭკვიანი კომპიუტერი ყოფილა
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით