რაიოლა დონარუმას სხვა გუნდში წაყვანას გეგმავს

7-12-2016, 16:46

იტალიურმა მილანმა საკუთარ ძირითად გოლკიპერთან, 17 წლის ჯანლუიჯი დონარუმასთან კონტრაქტის გახანგრძლივების პროცესი შეაყოვნა. "როსონერი" დონარუმასთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას 2017 წლის 25 თებერვალს გეგმავდა, როდესაც მეკარე 18 წლის გახდებოდა.

დონარუმას კონტრაქტის თაობაზე მილანურ გუნდს პრესკონფერენცია 13 დეკემბერს უნდა გაემართა, თუმცა აღნიშნული თარიღი უკვე გადავადებულია. იტალიური პრესის ინფორმაციით, პროცესში თინეიჯერი მეკარის აგენტი მინო რაიოლა ჩაერია, რომელსაც საკუთარი კლიენტის გაყიდვა სხვა გუნდში გაცილებით სარფიანი პირობების სანაცვლოდ სურს.

ჯანლუიჯი დონარუმა მილანის ძირითად გუნდში 2015 წელს დაწინაურდა, მას შემდეგ სერია ა-ს ეგიდით მან 45 შეხვედრა ჩაატარა.



საინტერესო

  • beka10
  • 7 დეკემბერი 2016 16:46
დარჩებაა,,,,,
  • levani25
  • 8 დეკემბერი 2016 00:53
რაიოლა შე არასწორო.. დონას ხელი არ დაედოს
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით