"მილანის" გაყიდვა მარტამდე გადაიდო

7-12-2016, 17:37

"ფინინვესტსა" (სილვიო ბერლუსკონის კომპანია) და ჩინურ მხარეს შორის იტალიური მილანის გაყიდვის შესახებ მოლაპარაკებები დროებით შეფერხდა. მოლაპარაკებათა ბოლო ეტაპი დეკემბრის თვეში უნდა დასრლებულიყო და გუნდის საკონტროლო პაკეტიც ამ თვეშივე უნდა გადასცემოდათ აზიელებს, თუმცა უკანასკნელი ინფორმაციით, გაყიდვის პროცესი 2017 წლის 3 მარტს დასრულდება.

ჩინურმა მხარემ 100 მილიონი მილანის სანაცლოდ იტალიელებს უკვე გადაურიცხა, ხოლო კიდევ 100 მილიონს უახლოეს მომავალში გადარიცხავს. გადაფორმება კიდევ რამდენიმე პროცედურასთანაა დაკავშირებული, რომელიც 3 თვის განმავლობაში ეტაპობრივად განხორციელდება.

ვინჩენსო მონტელას გაწვრთნილი მილანი ამ მომენტისთვის იტალიის ჩემპიონატის ლიდერ იუვენტუსს 4 ქულით ჩამორჩება. 

საინტერესო

  • beka10
  • 7 დეკემბერი 2016 17:54
რაც მალე უკეთსი .
  • levani25
  • 8 დეკემბერი 2016 00:55
მთავარია გაიყიდოს და არ დავეძებ smile
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით