აკინფეევმა ანტირეკორდი კვლავ გააუარესა!

7-12-2016, 22:50

ამ წუთებში მიმდინარეობს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრები. მათ შორის, ინგლისში "უემბლიზე" ლონდონის "ტოტენჰემი" მოსკოვის "ცსკას" მასპინძლობს.

სტუმართა რიგებში ძირითადი შემადგენლობიდან თამაში დაიწყო გუნდის ლეგენდარულმა კიპერმა იგორ აკინფეევმა. საინტერესოა, რომ რუს მეკარეს ჩემპიონთა ლიგაზე ერთი საინტერესო ანტირეკორდი ეკუთვნის: აკინფეევს 2007 წლიდან მოყოლებული არცერთ საჩემპიონთალიგო შეხვედრაში არ შეუნახავს კარი მშრალად. ანუ, რუსი კიპერ უკვე ზედიზედ 38 ჩემპიონთა ლიგის მატჩია, რაც ბურთს უშვებს საკუთარ კარში. ასეთი ცუდი შედეგი კი ისტორიაში არავის ჰქონია.

აკინფეევმა უკანასკნელად კარის მშრალად შენახვა 2006 წლის 1 ნოემბერს მოახერხა. მაშინ მოსკვოვის "ცსკას" კარის დალაშქვრა ლონდონის "არსენალმა" ვერ მოახერხა.

საინტერესოა, რომ აკინფეევმა თავისი ანტირეკორდი შეხვედრის პირველივე ტაიმში გააუარესა - საკუთარ კარში კიდევ ერთი გოლი გაუშვა და 38-დან უკვე 39 წარუმატებელ მატჩზე ავიდა.

საინტერესო

  • tsandro
  • 8 დეკემბერი 2016 00:44
აუ რა ქინძია ეს :D :D
  • ogafa
  • 8 დეკემბერი 2016 00:46
ყოჩაღ მაგას როგორ მოახერხა
  • levani25
  • 8 დეკემბერი 2016 00:51
დაანებოს ფეხბურთს თავი smile
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით