ლეგენდამ დაუჯერებელი შედეგი 50-ზე დააგვირგვინა და დაასრულა!

8-12-2016, 00:43

დღეს გაიმართა ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურის შეხვედრები. მათ შორის, ტურინის "იუვენტუსმა" ზაგრების "დინამოს" უმასპინძლა და ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

შეხვედრაში ერთი საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა. "ზებრების" წინააღმდეგ ძირითადი შემადგენლობაში არ ყოფილა და არც შეცვლაზე შემოსულა ლეგენდარული  ჯიჯი ბუფონი. უკანასკნელად ასეთი ფაქტი 2008 წლის 10 დეკემბერს დაფიქსირდა - 8 წლის წინ ტურინელები "ბატეს" ხვდებოდნენ. ის მატჩი ფრედ, ანგარიშით 0:0 დასრულდა.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ მაშინ "ბებერი სინიორას" კარი ავსტრიელმა კიპერმა, ალექს მანინგერმა დაიცვა. დღეს კი "იუვეს" კარში ბრაზილიელი მეკარე ნეტო დგას.

აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე ბუფონს ზედიზედ 50 საჩემპიონთალიგო შეხვედრა ჰქონდა ჩატარებული. დღეს კი, როგორც ხედავთ, ეს სერია შეწყდა.

საინტერესო

  • levani25
  • 8 დეკემბერი 2016 02:45
ჯიჯიი <3 საუკეთსო ხარ და კიდე ბევრს ითამაშებ ეგ არაფერი bowtie
ჯიჯი შე ყველაზე მაგარო!
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით