ზიდანი: "მეტოქეს გამარჯვებას ვულოცავ"

8-12-2016, 02:25

მოგეხსენებათ, დღეს გაიმართა ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურის შეხვედრები. მათ შორის, მადრიდის "რეალმა" დორტმუნდის "ბორუსიას" უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა. ამის წყალობით გერმანულმა გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.

"სამეფო გუნდის" მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა მატჩის შემდგომ პირველი კომენტარი გააკეთა.

"პირველ ტაიმში ყველაფერი ჩავდეთ. გამარჯვების მიღწევა გვსურდა, მაგრამ სამწუხაროდ ეს ვერ შევძელით. მეორე გოლის გატანის შემდეგ მოვდუნდით და შედეგიც სახეზეა. ის რაც ფეხბურთელებმა გააკეთეს, ნამდვილად არ არის იოლი. მინდა მივულოცო "დორტმუნდს" ჯგუფში პირველობა."

"მეორე ტაიმით ცოტა გაბრაზებული ვარ. 2 ბურთით ვიგებდით და თამაშიც ჩვენს ხელში იყო, თუმცა გავანიავეთ. მატჩს გავაანალიზებთ და ვეცდებით, რომ შეცდომები გამოვასწოროთ." - განაცხადა ფრანგმა სპეციალისტმა.

საინტერესო

  • levani25
  • 8 დეკემბერი 2016 02:43
გაიჩალიჩეს მეორე ადგილი
  • Demetre
  • 8 დეკემბერი 2016 11:43
1:1 KI ara 2:2 vin werrdit neta [ stuck_out_tongue_closed_eyes [[b][/b]
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით