ტუხელი: "კარგია, რომ ყველაფერი კარგად დასრულდა"

8-12-2016, 02:29

დღეს გაიმართა ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურის მატჩები. დორტმუნდის "ბორუსია" მადრიდის "რეალს" ესტუმრა და შინ ქულა წამოიღო, რისი წყალობითაც გერმანელებმა F ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს.

მატჩის შემდგომ სტუმართა მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა პირველი კომენტარი გააკეთა.

"დორტმუნდის შეხვედრები რაღაც განსაკუთრებულია. კარგი დასაწყისის შემდეგ ცოტა ავირიეთ და შეცდომებიც დავუშვით. კარგია, რომ საბოლოოდ ყველაფერი მაინც კარგად დასრულდა."

"გადამწყვეტი გოლის დროს ჩანდა, რომ თითქოს ობამეიანგმა პასი დააგვიანა, თუმცა საბედნიეროდ როისმა ბურთს ფეხი მიარტყა და საბოლოო შედეგი ჩვენს სასარგებლოდ დაფიქსირდა." - განაცხადა გერმანელმა მწვრთნელმა.

საინტერესო

  • levani25
  • 8 დეკემბერი 2016 02:43
საღოლ ტუხელ არ მეგონა ეგრე თუ აათამაშებდი დორტმუნდს
  • davit96
  • 8 დეკემბერი 2016 03:26
არადა რა კაი შეტევა ყავს და ეს დაცვა ბაარტრა რამ აყიდინა ბენდერი ან გინტერი შეუწყვილდეს პაპასდოპილოსს ყველას ჯობია და ბარტრა და როდე გააგდონ გუნდიდან sunglasses
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით