ყაზაიშვილის გუნდი ევროპა ლიგაზე გადაერთო

8-12-2016, 02:35

მოგეხსენებათ, დღეს გაიმართა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩები. მათ შორის შეხვედრა ვარშავის "ლეგიასა" და ლისაბონის "სპორტინგს" შორის. პოლონელებმა მეტოქე ანგარიშით 1:0 დაამარცხეს.

საინტერესოა, რომ ამ გამარჯვების წყალობით ყაზაიშვილის "ლეგიამ" 4 ქულა დააგროვა, ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა და ევროპის ლიგის 1/16 ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. არადა 3 ტურის შემდეგს ვარშაველებს ქულა არ ჰქონდათ და ყველა ჯგუფის აუტსაიდერად განიხილავდა მათ. თუმცა, "ლეგიამ" ჯერ მადრიდის "რეალთან" მოახდინა სენსაცია და ქულა წაართვა, ახლა კი სულაც "სპორტინგსაც" სძლია და დამსახურებულად მოიპოვა ევროპა ლიგის საგზური.

აქვე გეტყვით, რომ ყაზაიშვილი დღევანდელი მატჩის განაცხადში არ ყოფილა. მან ჯამში ჩემპიონთა ლიგაზე "ლეგიას" მიერ გამართული 6 შეხვედრიდან 2-ში მიიღო მონაწილეობა.

საინტერესო

  • levani25
  • 8 დეკემბერი 2016 02:43
მანდ მაინც ათამაშონ ვაკო თუ დარჩა კიდე
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით