რონალდომ "ბერნაბეუზე" მყოფ უკმაყოფილო ქომაგებს უპასუხა

8-12-2016, 22:00

დორტმუნდის ბორუსიასთან შეხვედრის დროს სანტიაგო ბერნებეუზე შეკრებილი პუბლიკა კრისტიანო რონალდოს მიმართ უარყოფით შეძახილებს და ჟესტიკულაციას არ "იშურებდა". როგორც ჩანს, მადრიდელი ქომაგი პორტუგალიელის უკანასკნელ ხანებში ნაჩვენები თამაშით უმაყოფილოა.

რონალდომ მისი მისამართით წამოსული ნეგატივი უპასუხოდ არ დატოვა. მატჩის ოპერატორებმა ერთ-ერთ ეპიზოდში დააფიქსირეს, თუ როგორ უპასუხა სანტიაგო ბერნაბეუზე შეკრებილ ქომაგს თავად სუპერვარსკვლავმა.

რონალდომ თითების მეშვებოით ჩასტვინა და გულშემატკივართა ერთ-ერთი ჯგუფისკენ მიმართა მზერა, რის შედეგადაც ხელის მოძრაობით მათ ანიშნა, რომ ისინი ცდებოდნენ.

საინტერესო

  • beka10
  • 8 დეკემბერი 2016 22:00
ძალიან ცუდია კიდევ რომ აკრიტიკებენ ამ კაცს :/
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით