როდის გაიმართება ჩემპიონთა ლიგის პლეიოფის მატჩები

8-12-2016, 22:10

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი დასრულდა და უკვე ცნობილია იმ 16 გუნდის ვინაობა, რომელიც ბრძოლას სანუკვარი ტიტულისთვის უკვე პლეიოფის სტადიიდან გააგრძელებს.

მერვედფინალური ეტაპის კენჭისყრა 12 დეკემბერს გაიმართება, სადაც გუნდები საკუთარი მომავალი მეტოქის ვინაობას შეიტყობენ.

ჩემპიონთა ლიგაზე გაზაფხულზე გასამართი მატჩების კალენდარი უკვე ცნობილია.

მერვედფინალები: 14-15 და 21-22 თებერვალი პირველი მატჩები, 7-8 მარტი და 14-15 მარტი განმეორებითი მატჩები.
მეოთხედფინალი: 11-12 აპრილი პირველი მატჩები, 18-19 აპრილი განმეორებითი მატჩები.
ნახევარფინალი: 2-3 მაისი პირველი მატჩები, 9-10 მაისი განმეორებითი მატჩები.
ფინალი: 3 ივნისი (კარდიფი)

საინტერესო

  • levani25
  • 9 დეკემბერი 2016 11:21
saintereso wyvilebi gvelis
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით