"ლას პალმასს" გაბიგოლი მოუნდა

9-12-2016, 21:32

უახლოესი სატრანსფერო ფანჯრის დროს, შესაძლოა ბრაზილიელი გაბიგოლად წოდებული გაბრიელ ბარბოსა ესპანეთში არენდით გადაბარგდეს.

Sky Sport Italia-ს ჟურნალისტის, ჯანლუკა მარციოს განცხადებით, "ლას პალმასი" 20 წლის ფეხბურთელის შესაძლო ტრანსფერს განიხილავს.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ნერაძურის" გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია ფეხბურთელის გაყიდვასა თუ არენდით გაშვების თაობაზე, ამიტომ იტალიელები საგონებელში არიან ჩავარდნილნი.

შეგახსენებთ, რომ "ინტერმა" ბრაზილიელი ფეხბურთელი "სანტოსიდან" 28 მილიონ ევროდ შეიძინა.

ბარბოსამ მიმდინარე სეზონში მხოლოდ 16 წუთი გაატარა მოედანზე.


საინტერესო

წადი მილანში და შური იძიე ინტერზე..რაც თავი მახსოვს,ინტერი სულ სავსეა ვარსკვლავებით და შედეგი მაინც არა აქვს დადებითი.მოურინიოს მისვლამდე სულ არეულები იყვნენ,მერე მოუმ დაალაგა სიტუაცია და ტიტულებიც დაყარეს,მაგრამ წავიდა ჟოზე და ინტერიც ძველ ლიანდაგს დაუბრუნდა.არის ვარსკვლავები,მაგრამ შედეგი არაა.ეს იმის ბრალია რო უნდათ თუ არ უნდათ ყველას ყიდულობენ:):)ზოგს მილანის ჯიბრზე,ზოგსაც იუვეს ჯიბრზე:):)
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. თუ არ ხართ რეგისტრირებული საიტზე, გაიარეთ რეგისტრაცია

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით