როგორი იქნება "ატლეტიკოს" ახალი სტადიონი (ფოტოები)

9-12-2016, 23:10

2017-18 წლის სეზონს მადრიდის ატლეტიკო ახალ სტადიონზე დაიწყებს. სტადიონის მშენებლობას საფუძველი 2009 წელს ჩაეყარა ამ ეტაპისთვის კი უკვე უკანასკნელი სამუშაოები მიმდინარეობს.

დღეს მადრიდული გუნდის ხემძღვანელობამ ახალი სტადიონის ვიზუალური მხარე წარადგინა და მისი ოფიციალური სახელწოდებაც გააჟღერა. არენას "ვანდა მეტროპოლიტანო" ერქმევა და 70 000 მაყურებელს დაიტევს. "ვანდა" ერთ-ერთი ძლიერი კომპანიაა ესპანურ ბაზარზე, რომელიც ახალი სეზონიდან ატლეტიკოს პარტნიორობას გაუწევს.

"ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას "ვანდა ჯგუფთან" და სტადიონსაც მათი სახელი მიენიჭება. ისინი ამ დიდ მოგზაურობაში ჩვენთვის იდეალური პარტნიორები იქნებიან. ჩვენს ახალ სახლს, ახალ სტადიონს "ვანდა მეტროპოლიტანო" ერქმევა. სახელი გააერთიანებს გუნდის წარსულს, აწმყოსა და მომავალს. ვფიქრობ, სრულყოფილი სახელწოდება შევარჩიეთ სტადიონისთვის და ატლეტიკოს ყველა გულშემატკივარიც კმაყოფილი იქნება". - აღნიშნავს გუნდის პრეზიდენტი ენრიკე სერეზო.

გუნდმა დღესვე ახალი ლოგოც წარადგინა.








საინტერესო

  • tsandro
  • 9 დეკემბერი 2016 23:41
საინტერესო სტადიონია
gadawyvetilia rom axals ageben magram tlad eseti donis tuiqneboda armovalodi ulamazesia ragacit alinz arenasac momagonebs games ganetebit da ase shemdeg lamazi stadionia dzaan <3 <3
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით