ოფიციალურად: ჩემპიონთა ლიგას ჩვეულ დროს ვეღარ ვიხილავთ!

10-12-2016, 00:38

მოგეხსენებათ, ამჟამად ჩემპიონთა ლიგა თბილისის დროით 22:45 (23:45 ზამთრის დროით) საათზე იწყება, თუმცა როგორც ჩანს, 2018 წლიდან თამაშები ახალი დროით დაიწყება.

დღეს ოფიციალურად დადსტურდა, რომ 2018-დან 2021 წლამდე ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპების მატჩებიდან 2 შეხვედრა 21:00 (22:00 ზამთრის დროით) საათზე დაიწყება ხოლმე, ხოლო დანარჩენი 6 კი - 23:00-ზე (00:00 ზამთრის დროით). დაახლოებით მსგავსი წესი უკვე მოქმედებს ევროპის ლიგაზე და საკმაოდ დიდი წარმატებითაც.

აღნიშნული გადაწყვეტილება უეფაში იმით ახსნეს, რომ მაყურებელმა შეძლოს უფრო მეტი შეხვედრის ნახვა.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლიდან ასევე შეიცვლება გუნდების მოხვედრის პრინციპი ჩემპიონთა ლიგაზე.

საინტერესო

  • tsandro
  • 10 დეკემბერი 2016 00:42
ძალიან ცუდია
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით