ჩიჩარიტოს ისევ ინგლისში უხმობენ

10-12-2016, 21:11

Daily Mirror-ის ინფორმაციით, იანვრის სატრანსფერო ფანჯრის მსვლელობისას ინგლისის პრემიერლიგის ორი გრანდი ლივერპული და ტოტენჰემი ლევერკუზენის ბაიერის მექსიკელი თავდამსხმელის ხავიერ ენრანდესის, იგივე ჩიჩარიტოს შეძენას შეეცდება.

ერნანდესს ლევერკუზენი მინიმუმ 30 მილიონ ევროს აფასებს და დიდი ალბათობით მას იმ გუნდს მიჰყიდიან, რომელიც ყველაზე მეტს გადაიხდის. 28 წლის ერნანდესი ბუნდესლიგაში სათამაშოდ 2015 წელს მანჩესტერ იუნაიტედიდან გადავიდა და მას შემდეგ გერმანიის ჩემპიონატის ეგიდით გამართულ შეხვედრებში ჯამში 22 გოლი გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ ჩიჩარიტოს ევროპული კარიერის დასაწყისი სერ ალექს ფერგიუსონის სახელს უკავშირდება, რომლის ინიციატივითაც, ნიჭიერი მექსიკელი 2010 წელს გვადალახარადან წამოიყვანეს.


საინტერესო

  • beka10
  • 10 დეკემბერი 2016 21:12
ჩემი ერთ-ერთი ფავორიტია
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. თუ არ ხართ რეგისტრირებული საიტზე, გაიარეთ რეგისტრაცია

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით