თბილისის "დინამო" ევროტურნირების გარეშე დარჩა

10-12-2016, 21:31

საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი გუნდი თბილისის დინამო 2017/18 წლის სეზონის ევროპულ ტურნირებში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ეს ყველაფერი დღეს, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ბრინჯაოს მცირე ფინალის შეხვედრაში გაირკვა, სადაც თბილისის დინამო ბათუმის დინამოს დაუპირისპირდა. შეხვედრა "მიხეილ მესხის" სტადიონზე გაიმართა და ბათუმელთა გამარჯვებით, 1:0 დასრულდა. შესაბამისად, მომდევნო წელს ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს სწორედ ბათუმელები წარადგენენ.

ევროსაგზურთან ერთად ბათუმის დინამო საქართველოს გარდამავალი ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორიც გახდა. თბილისელების წინააღმდეგ გამარჯვების გოლის გატანა მე-16 წუთზე თეიმურაზ შონიამ შეძლო. ამის შემდეგ სახიფათო მომენტი ორივე კართან შეიქმნა, თუმცა გადამწყვეტ მომენტში მოთამაშეები გოლის გატანას ვერ ახერხებდნენ.

ხვალ, 11 დეკემბერს უკვე საქართველოს ჩემპიონის ვინაობაც გვეცოდინება. "დინამო არენაზე" ერთმანეთს საჩხერის ჩიხურა და სამტრედია დაუპირისპირდებიან. პირველი მატჩში სამტრედიალთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა, რაც გია ცეცაძის გუნდს განმეორებითი შეხვედრის წინ სერიოზულ უპირატესობას აძლევს. 


საინტერესო

  • beka10
  • 10 დეკემბერი 2016 21:32
გროზნი აშკარად ვერ ამართლებს, კრიზისშია დინამო.
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. თუ არ ხართ რეგისტრირებული საიტზე, გაიარეთ რეგისტრაცია

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით