ოფიციალურად: ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის წესი შეიცვალა!

10-12-2016, 22:50

მოგეხსენებათ, ზაფხულში ევროპული მედიასაშუალებები ბევრს საუბრობდნენ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფორმატში რამდენიმე ცვლილების განხორციელება იგეგმებოდა, დღეს კი ჭორებმა ოფიციალური სახე მიიღეს.

როგორც უეფაში დაადასტურეს, 2018 წლიდან  ყველაზე პრესტჟულ საკლუბო ჩემპიონატში მოხვედრის წესები შეიცვლება.  ტურნირში ძველებურად 32 გუნდი იასპარეზებს, თუმცა პატარა საფეხბურთო ქვეყნებისთვის ბევრი სირთულე გაჩნდება.

ახალი ფორმატის მიხედვით, ჯგუფურ ეტაპზე პირდაპირ მოხვდება 26 გუნდი, ხოლო დანარჩენი 6 ადგილის მფლობელის ვინაობას პლეი-ოფი გაარკვევს - კერძოდ, 4 ჩემპიონთა ბადიდან მოხვდება, ხოლო 2 არაჩემპიონთა ბადიდან.

აღსანიშნავია, რომ იტალიის, გერმანიის, ესპანეთისა და ინგლისის ჩემპიონატებიდან ლიგაზე 4-4 გუნდი ავტომატურად გავა. პლეიოფის გარეშე მოხვდებიან რუსეთის, საფრანგეთის, პორტუგალიისა და ჰოლანდიის რამდენიმე გუნდიც. 

ერთი სიტყვით, პატარა საფეხბურთო ქვეყნებისთვის ჩემპიონთა ლიგაზე 6 ვაკანტური ადგილი იქნება, რაც კატასტროფულად შეამცირებს ქართული გუნდებისთვის ყველაზე პრესტიჟულ ევროტურნირზე მოხვედრის შანსს. 


საინტერესო

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. თუ არ ხართ რეგისტრირებული საიტზე, გაიარეთ რეგისტრაცია

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით