სენსაციური გადაწყვეტილება! "რეალს" და "ბარსელონას" ეს მწვრთნელი გაეჯიბრება?!

11-12-2016, 15:21

მადრიდის ატლეტიკო გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელის პოსტზე ამჟამად ლონდონის ტოტენჰემის არგენტინელ თავკაცს მაურისიო პოჩეტინოს განიხილავს. დიეგო სიმეონემ სექტემბერში განაცხადა, რომ ამ სეზონის ბოლოს ატლეტიკოს დატოვებს.

პოჩეტინოს ესპანეთის ჩემპიონატში მუშაობის გამოცდილება უკვე აქვს, 2009-12 წლებში სამხრეთ ამერიკელი ესპანიოლს ავარჯიშებდა და თან საკმაოდ წარმატებითაც. რაც შეეხება სიმეონეს, ბევრი ფიქრობს, რომ დიეგოს მომდევნო გუნდი არგენტინის ეროვნული ნაკრები იქნება.

ამ მომენტისთვის პოჩეტინოს გაწვრთნილი ტოტენჰემი ინგლისის ჩემპიონატში 27 ქულით მე-5 პოზიციას იკავებს და დღეს სტუმრად მანჩესტერ იუნაიტედს დაუპირისპირდება.


საინტერესო

  • beka10
  • 11 დეკემბერი 2016 15:21
შესანიშნავი იქნება <3
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. თუ არ ხართ რეგისტრირებული საიტზე, გაიარეთ რეგისტრაცია

ცხრილები

დაგვიმეგობრდით