დე ლაურენტისი: ""რეალის" წინააღმდეგ მატჩები "ნაპოლის" ისტორიაში შევა"

12-12-2016, 21:12

"ნაპოლის" პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი მოხარულია, რომ 1/8 ფინალში მისი გუნდის "რეალს" დაუპირისპირდება.

დღეს გაიმართა ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრა, სადაც გადანაწილდა მეტოქეები. ნეაპოლელებს წილად მადრიდის "რეალი" ხვდათ>

"ეს იქნება სუპერ რთული მატჩი.

სარიმ განაცხადა, რომ რთული შეხვედრები იქნება და ყველაფრისთვის მზად არის, ამიტომ ჩვენ მას გვერდში ვუდგავართ ამ ბრძოლაში. პირველ შეხვედრას მადრიდში ჩავატარებთ, შემდეგ კი ჩვენს სიძლიერეს "სან პაოლოზე" ვაჩვენებთ.

"ვფიქრობ, რომ ეს მატჩები "ნაპოლის" ისტორიაში შევა, ამიტომ მოხარული ვარ წილისყრით."- განაცხადა ლაურენტისმა.

შეგახსენებთ, რომ მატჩები 15 თებერვალსა და 7 მარტს გაიმართება.

საინტერესო

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით