უნაი ემერის საშინელი სტატისტიკა "ბარსელონას" წინააღმდეგ

12-12-2016, 23:25

მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში ფრანგული პარი სენ-ჟერმენის მეტოქე კატალონიის ბარსელონა იქნება. პარიზულ გუნდს ამ მომენტისთვის ესპანელი უნაი ემერი ავარჯიშებს, რომელსაც პრემირა დივიზიონში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს, თუმცა მისი სტატისტიკა უშუალოდ კატალონიური გუნდის წინააღმდეგ, ძალიან არასახარბიელოა.

ემერი თავის კარიერაში ბარსელონას 23-ჯერ შეხვდა როგორც ალმერიას, სევილიას, ვალენსიასა და მოსკოვის სპარტაკის მწვრთნელი. აღნიშნული 23 დაპირისპირებიდან ემერიმ კატალონიელთა დამარცხება მხოლოდ ერთხელ, 2015 წლის ოქრომბერში მოახერხა. აღნიშნული თამაში სევილიამ საკუთარ მოედანზე 2:1 მოიგო.

ემერის ერთ-ერთი დუელი ბარსელონასთან თბილისშიც შედგა. 2015 წლის ევროპის სუპერ თასზე ლუის ენრიკეს გუნდმა სევილიას 5:4 სძლია.

საინტერესო

  • levani25
  • 13 დეკემბერი 2016 00:07
vaa aset statistikas ar velodi :o
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით