სიმეონე: "გუნდმა იბრძოლა და იმუშავა"

13-12-2016, 15:45

მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ, წაგებული მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"ვგრძნობ, რომ გუნდი იბრძოდა და მუშაობდა. ეძებდნენ მოგების გზებს, მაგრამ სამწუხაროდ შედეგს ვერ მივაღწიეთ.

პირველ ნახევარში 4 შანსი გვქონდა, მაგრამ "ვილიარეალმა" გვაჯობა.

ჩვენ უბრალოდ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა, მივიროთ კრიტიკა და შედეგი გავაუმჯობესოთ.

ყველაზე არასასიამოვნო იან ობლაკის ტრავმაა, იმედია სერიოზული არაფერი იქნება.

ტიაგო მუხლზე ტკივილები იგრძნო, ამიტომ შევცვალე."- განაცხადა არგენტინელმა.


საინტერესო

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. თუ არ ხართ რეგისტრირებული საიტზე, გაიარეთ რეგისტრაცია

ცხრილები

დაგვიმეგობრდით