ობლაკი "ატლეტიკოს" 3-4 თვით გამოაკლდა

13-12-2016, 17:47

გუშინ გაიმართა ესპანეთის პრიმერადივიზიონის მატჩი, რომელშიც "ვილიარეალმა" მადრიდის "ატლეტიკოს" უმასპინძლა და ანგარიშით 3:0 გაანადგურა.

სტუმრებისთვის ამ მარცხის გარდა შეხვედრაში კიდევ ერთი ძალზე სამწუხარო ფაქტი მოხდა. პირველი ტაიმის ბოლოს, "ვილიარეალის" მეორე გოლის ეპიზოდში, მადრიდელთა 23 წლის სლოვენიელმა გოლკიპერმა, იან ობლაკმა დაზიანება მიიღო, რის გამოც იგი შესაცვლელი შეიქნა.

"როხიბლანკოს" ოფიციალურმა საიტმა დაადასტურა, რომ ტრავმა საკმაოდ სერიოზულია. ახალგაზრდა მეკარემ მძიმე დაზიანება მხარზე და ამის გამო შესაძლოა ოპერაციაც დასჭირდეს. წინასწარი ინფორმაციით, ობლაკი მომავალი 3-4 თვის განმავლობაში იუქმებს.


საინტერესო

  • tsandro
  • 13 დეკემბერი 2016 22:23
ძალიან ცუდია
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. თუ არ ხართ რეგისტრირებული საიტზე, გაიარეთ რეგისტრაცია

ცხრილები

დაგვიმეგობრდით