გვარდიოლას სამიზნე კოკე იქნება

14-12-2016, 22:37

მანჩესტერ სიტის მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა საკუთარი გუნდის ნახევარდაცვის გაძლიერებას გეგმავს და ამ ყველაფრის გაკეთებას მადრიდის ატლეტიკოს ესპანელი ფეხბურთელით, კოკეთი აპირებს.

კოკეს გვარდიოლა ჯერ კიდევ მაშინ აკვირდებოდა, როდესაც ბარსელონას წვრთნიდა. ფეხბურთელის შეძენა ბარსელონას მოგვიანებითაც სურდა, თუმცა 2014 წელს ატლეტიკომ მასთან 5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა და გამოსასყიდი თანხად კონტრაქტში 150 მილიონი ევრო ჩაუდო.

მიუხედავად არსებული კონტრაქტისა, 24 წლის ნახევარმცველი სიტის მთავარი სატრანსფერო სამიზნე იქნება და Marca-ს ინფორმაციით, "ქალაქელები" მის ხელში ჩაგდებას უკვე ზამთრის სატრანსფერო პერიოდშივე შეეცდებიან. გამოცემა იმასაც გვაუწყებს, რომ კოკეს სანაცვლოდ სიტი რეკორდული თანხის გადახდას აპირებს. 


საინტერესო

  • beka10
  • 14 დეკემბერი 2016 22:42
მე მგონი წაიყვანს პეპი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით