"აიაქსის' სტადიონს შესაძლოა კრუიფის სახელი ეწოდოს

15-12-2016, 11:42

ჰოლანდიური მედიის ინფორმაციით, ამსტერდამის აიაქსის სტადიონს შესაძლოა სახელწოდება შეეცვალოს და "ამსტერდამ არენას" ნაცვლად იოჰან კრუიფის სახელი მიენიჭოს.

კლუბის მესვეურები ამჟამად დილემის წინაშე არიან. ლეგენდარულ ფეხბურთელს, რომელიც წელს დაიღუპა, ამსტერდამული გუნდისთვის ძალიან ბევრი რამ აქვს გაკეთებული. მეორე მხრივ, სტადიონისთვის სახელის შეცვლით აიაქსი სპონსორისაგან კონტრაქტით გათვალისწინებულ სერიოზულ შემოსავალს დაკარგავს.

იოჰან კრუიფის ნათესავები კლუბთან ამჟამად მოლაპარაკებებს აწარმოებენ და სულ მალე ოფიციალურად გახდება ცნობილი, გადაერქმევა თუ არა სახელი აიაქსის ლეგენდარულ არენას.

იოჰან კრუიფი 24 მარტს, 69 წლის ასაკში გარდაიცვალა.


საინტერესო

  • beka10
  • 15 დეკემბერი 2016 11:42
dzalian magari gadawyvetilebaa
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. თუ არ ხართ რეგისტრირებული საიტზე, გაიარეთ რეგისტრაცია

ცხრილები

დაგვიმეგობრდით