უეფას ვიდეო გამეორების სისტემაზე გეგმა არ აქვს

15-12-2016, 20:46

როგორც უეფას პრეზიდენტმა ალექსანდერ ჩეფერინმა განაცხადა, ორგანიზაციას ვიდეო გამეორებასთან დაკავშირებით არანაირი გეგმა არ აქვს და ეს ნოვაცია უეფას ეგიდით გამართულ ტურნირებზე ჯერჯერობით არ დაინერგება.

მარტში უეფამ მსგავსი სისტემა გამოსცადა, რის შემდეგაც გულშემატკივარი ფიქრობდა, რომ ვიდეო გამეორებებს უკვე სისტემური ხასიათი ექნებოდა, თუმცა ჩეფერინმა აღნიშნული მოსაზრება კატეგორიულად უარყო.

"ეს უბრალოდ უეფას ექსპერიმენტი იყო და ამ ეტაპისთვის ვიდეო გამეორებებთან დაკავშირებით არანაირი გეგმა არ გვაქვს. მომავალში რა იქნება, ჯერ ამაზე პასუხის გაცემა გამიჭირდება". - აცხადებს ჩეფერინი.


საინტერესო

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით