"შაპოკოენსეს" ბოლო გადარჩენილი ფეხბურთელი ბრაზილიაში დაბრუნდა

16-12-2016, 12:23

ბრაზილიური "შაპოკოენსეს" გადარჩენილი ბოლო ფეხბურთელი კოლუმბიიდან მშობლიურ ბრაზილიაში დაბრუნდება. 31 წლის ცენტრალური მცველი ნეტო იმ სამი მოთამაშიდან ერთ-ერთია, რომელიც მედელინში მომხდარ ავიაკატასტროფას გადაურჩა.

ფეხბურთელს კოლუმბიელმა ექიმებმა სამშობლოში დაბრუნების უფლება გუშინ მისცეს და მისი მკურნალობის კურსიც მშობლიურ ქალაქში გაგრძელდება. როგორც მედიკოსები აცხადებენ, ნეტოს ჯანმრთელობას ამ ეტაპისთვის საფრთხე აღარ ემუქრება.

ნოემბრის ბოლოს მომხდარ ავიაკატასტროფას "შაპოკოენსეს" 19 ფეხბურთელის სიცოცხლე შეეწირა. შეგახენებთ, რომ გუნდი "ატლეტიკო ნასიონალის" წინააღმდეგ კოპა სუდამერიკანას ფინალის სათამაშოდ მიფრინავდა.


საინტერესო

  • beka10
  • 16 დეკემბერი 2016 12:25
ძალიან კარგია, ნეტა მეტი ფეხბურთელი გადარჩენილიყო
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. თუ არ ხართ რეგისტრირებული საიტზე, გაიარეთ რეგისტრაცია

ცხრილები

დაგვიმეგობრდით