"ჩელსის" რადარზე ვერატი გამოჩნდა

17-12-2016, 15:08

როგორც ჩანს იტალიელი ნახევარმცველის, მარკო ვერატის ფრანგული კარიერა ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება.

ბრიტანული გამოცემა Daily Mail-ის ინფორმაციით, 24 წლის ფეხბურთელის დამატებით ლონდონის "ჩელსია" დაინტერესებული. პარიზულ გუნდში უნაი ემერის მოსვლის შემდეგ მარკოს ფუნქციები შესუსტდა, რის გამოც თავად ნახევარმცველიც უკმაყოფილოა. ამას გარდა, მოგეხსენებათ, რომ "არისტოკრატების" დამრიგებელი ანტონიო კონტე 3 წლის განმავლობაში იტალიის ნაკრების თავკაცი გახლდათ და მას ვერატისთან პირადად აქვს ნამუშევარი. შესაბამისად, ლონდონელთა მესვეურები იმედოვნებენ, რომ ეს ფაქტორი დიდ როლს ითამაშებს ტრანსფერში.

მარკოს კონტრაქტი "პსჟ"-სთან 2021 წლამდე აკავშირებს და შესაბამისად, მისი გამოსასყიდი თანხაც საკმაოდ დიდია. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ლონდონელები ბრაზილიელ ნახევარმცველს, ოსკარს ზამთარში საკმაოდ სარფიან ფასად ყიდიან, უნდა ვივარაუდოთ, რომ თანხა ტრანსფერის შემაფერხებელი ფაქტორი არ იქნება.


საინტერესო

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით