მჭედლიძის პირველი კომენტარი "კალიარისთან" დუბლის შემდეგ

17-12-2016, 23:56

მოგეხსენებათ, რამდენიმე ცოტა ხნის წინ საქართველოს ნაკრების ცენტრალურმა თავდამსხმელმა ლევან მჭედლიძემ იტალიის ჩემპიონატში "კალიარის" წინააღმდეგ დუბლი შეასრულა და "ემპოლის" უმნიშვნელოვანესი გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა.

შეხვედრის შემდეგ ქართველმა ლეგიონერმა ერთ-ერთ იტალიურ რადიოსთან კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, აღნიშნული გამარჯვება გუნდისთვის და უშუალოდ მისთვის უმნიშვნელოვანესი იყო.

"ეს მატჩი გუნდისთვის და პირადად ჩემთვის უმნიშვნელოვანესი იყო. მოპოვებული სამი ქულა სამომავლოდ ძალიან დაგვეხმარება. ბედნიერები ვართ, მაგრამ ეს ყველაფერი საკმარისი არაა, ახლა მთელი გუნდი "ატალანტასთან" შეხვედრაზე ფიქრობს".

"ჩემს გოლებზე ბევრ საუბარს არ ვაპირებ, ყველამ დაინახა როგორ და რანაირად მოხდა, მოლოცვებისთვის მადლობელი ვარ. ვფიქრობ, მეც და გუნდიც სწორ გზაზე ვდგავართ". - განაცხადა მჭედლიძემ.


საინტერესო

Midi mchedlo atlantastanc dubli ginda icode! <3
  • kuso
  • 18 დეკემბერი 2016 04:47
მგონი გამოიღვიძა!!!ძალიან კარგი
  • beka10
  • 18 დეკემბერი 2016 22:14
genialuri levani
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით