"როსონერთა" საუკუნის რეკორდი, რომლის მოხსნა "ბარსელონამაც" ვერ შეძლო

18-12-2016, 19:01

ყველას მოგეხსენებათ ძველი "მილანი", მათი ისტორიული შედეგები და ასევე მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები.

"როსონერთა" გენიალურ ფეხბურთელებს საუკუნის რეკორდი აქვთ დამყარებული 90-იან წლებში, რის შემდეგაც ვერც ერთმა სულიერმა ფეხბურთელმა ვერ მოახერხა მათი განმეორება.

საქმე ეხება "ოქროს ბურთის" კანდიდატებს. საფეხბურთო ისტორიაში მხოლოდ ორჯერ დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც ზედიზედ ორი წლის განმავლობაში სამივე ფეხბურთელი ერთი კლუბიდან მოხვდა.

პირველად ეს 1988 წელს მოხდა, როდესაც "მილანიდან" სამი მოთამაშე: მარკო ვან ბასტენი, რუდ გულიტი და ფრენკ რაიკაარდი დაუპირისპირდნენ საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოსთვის. ამ შემთხვევაში პირველობა ვან ბასტენმა არავის დაუთმო.


1989 წელს, საუკეთესო ფეხბურთელის ეგითიდ დაჯილდოვებაზე, კვლავ "მილანის" ფეხბურთელები წარსდგნენ. ესენი იყვნენ: მარკო ვან ბასტენი, ფრენკ რაიკაარდი და ფრანკო ბარეზი. ამ შემთხვევაშიც ჰოლანდიელმა არავის დაუთმო ასპარეზი.

ამ რეკორდის განმეორება კატალონიის "ბარსელონას" ფეხბურთელებს შეეძლოთ, როდესაც 2012 წლის "ოქროს ბურთის" კანდიდატები მესი, ინიესტა და ჩავი იყვნენ, თუმცა მომავალ წელს ამის განმეორება ვერ მოახერხეს.

საინტერესო

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით