მერტენსი: "მარადონამდე ბევრი მიკლია"

18-12-2016, 21:45

იტალიური "ნაპოლის" ფეხბურთელმა, დრის მერტენსმა "ტორინოსთან" მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. ბელგიელმა ფეხბურთელმა ამ შეხვედრაში პოკერის გაკეთება მოახერხა.

"დღეს მნიშვნელოვანი თამაში იყო და გამარჯვება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო, რათა ქულები შეგვემცირებინა ჩვენს უშუალო კონკურენტებთან.

შემდეგი შეხვედრა "ფიორენტინასთან" გვაქვს და მაქსიმალურად უნდა მოვემზადოთ ამისთვის.

იმ შემთხვევაში გუნდი თუ ისე ითამაშებს, როგორც დღეს მაშინ ყველაფერი გამოგვივა.

ბელგიელმა მე-4 გოლი რთული პოზიციიდან გაიტანა და ჟურნალისტმა ის მარადონასაც კი შეადარა, რის შემდეგაც მერტენსმა უპასუხა:

"მე ჯერ კიდევ ბევრი მიკლია მარადონამდე".- ღიმილით განაცხადა ბელგიელმა.


საინტერესო

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. თუ არ ხართ რეგისტრირებული საიტზე, გაიარეთ რეგისტრაცია

ცხრილები

დაგვიმეგობრდით