გუნდები, რომლის წინააღმდეგაც მჭედლიძეს იტალიაში გაუტანია

18-12-2016, 22:04

მოგეხსენებათ, გუშინ ქართული ფეხბურთის ქომაგისთვის სასიხარულო საღამო იყო. დიდი პაუზის შემდეგ იტალიის ჩემპიონატში საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა ლევან მჭედლიძემ გოლების გატანა მოახერხა. ლევანმა დუბლი "კალიარის" წინააღმდეგ გაიფორმა და "ემპოლის" უმნიშვნელოვანესი გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა.

FOOTBALLNEWS-მა მჭედლიძის განვლილ კარიერას იტალიაში თვალი გადაავლო და ყველა ის გუნდი გაიხსენა, რომლის კარშიც ქართველ ფორვარდს გოლი აქვს გატანილი.

ლევანი იტალიაში 2007 წლიდან ასპარეზობს, ამ ხნის განმავლობაში "პალერმოსა" და "ემპოლის" ღირსებას იცავდა.

2008 წლის 10 ოქტომბერს ლევანმა თავის იტალიურ კარიერაში პირველი გოლი გაიტანა, მან ამის გაკეთება "პალერმოს" შემადგენლობაში შეძლო და რაც ყველაზე სასიხარულოა, მან გოლი ტურინის "იუვენტუსის" კარში შეაგდო.

ლევანს ამის შემდეგ გოლი თითქმის 3 წელი ვერ გაჰქონდა და არასასიამოვნო ტრადიცია 2011 წლის 27 მარტს, სერია ბ-ში თამაშის დროს, ამჯერად უკვე "ემპოლის" შემადგენლობაში, "კროტონეს" წინააღმდეგ გასვლით შეხვედრაში შეძლო.

მორიგი ბურთი ლევანმა 2011 წლის 16 აპრილს, "ატლანტას" წინააღმდეგ გაიტანა. 2011-ში ლევანმა კიდევ ერთი გოლი შეაგდო, 17 დეკემბერს, "გროსეტოს" კარში.

მჭედლიძეს ბოლო გოლის შემდეგ კიდევ ორი წელი იყო გასული, როდესაც ქართველმა კვლავ სერია ბ-ში თამაშის დროს, 2013 წლის 26 მაისს, "ნოვარას" კარი აიღო. იმავე წლის 26 ოქტომბერს ლევანმა "იუვე სტაბია" დაამწუხრა.

2014 წელს ლევანმა პირველი და უკანასკნელი გოლი 17 მაისს, "ნოვარას" კარში გაიტანა.

2015 წელს მჭედლიძის "ემპოლი" უკვე სერია ა-ში ასპარეზობდა. რაც შეეხება უშუალოდ ქართველს, ამ წელს მან 4 ბურთი გაიტანა. 22 მარტს "სასუოლოს" კ კარი აიღო, 10 მაისს "ფიორენტინა" დაამწუხრა, ხოლო მის იტალიურ კარიერაში ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ შეხვედრაში, 31 მაისს "ინტერს" ორჯერ გაუტანა.

თავისი ბოლო გოლები ქართველმა თავდამსხმელმა 2016 წლის 17 დეკემბერს, "კალიარის" წინააღმდეგ შეაგდო.





საინტერესო

  • beka10
  • 18 დეკემბერი 2016 22:04
ძალიან ცოტაა თავდამსხმელისთვის :/
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. თუ არ ხართ რეგისტრირებული საიტზე, გაიარეთ რეგისტრაცია

ცხრილები

დაგვიმეგობრდით