"მილანი" ბაკას "ვესტ ჰემში" არ გაყიდის

19-12-2016, 12:31

"მილანმა" საკუთარი კოლუმბიელი ცენტრალური თავდამსხმელის კარლოს ბაკას ინგლისურ "ვესტ ჰემში" გაყიდვა იუარა. ლონდონური კლუბი სამხრეთ ამერიკელის მიმართ ინტერესს გასული ზაფხულის შემდეგ ავლენს.

"როსონერის" დატოვებით არც ფეხბურთელი არაა დაინტერესებული და როგორც თავად აცხადებს, კარიერის მნიშვნელოვანი ნაწილის გატარებას სწორედ ლობარდიული გიგანტის შემადგენლობაში აპირებს. მიუხედავად იმისა, რომ ბაკას ბოლო პერიოდში "მილანში" საქმე იდეალურად არ მისდის, მისი გაყიდვის საკითხი იანვარში დღის წესრიგიდან მოხსნილი იქნება.

კოლუმბიელმა თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში 14 შეხვედრა ჩაატარა, მის ანგარიშზე 6 გოლი და 1 შედეგიანი გადაცემაა.


საინტერესო

  • levani25
  • 20 დეკემბერი 2016 02:09
მაგრამ მაინც წავა ბაკა ეგრე მგონია
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. თუ არ ხართ რეგისტრირებული საიტზე, გაიარეთ რეგისტრაცია

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით